ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა, სადაც სი ძინპინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ლათინურ ამერიკაში ექვსდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პერუში ჩავიდა, – ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენი, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება.
ჯო ბაიდენი, ვიზიტის ფარგლებში, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-19 ნოემბერსაა დაგეგმილი.
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბაიდენის ვიზიტი იქნება არსებითი და ის გამართავს მოლაპარაკებებს კლიმატის, გლობალურ ინფრასტრუქტურის, ნარკოტიკებთან ბრძოლის ძალისხმევასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ამასთან, -ის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლთან და იაპონიის პრემიერთან, შიგერუ იშიბასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ