ჯო ბაიდენი – მადლობელი ვარ, რომ დონალდ ტრამპი სროლის შემდეგ კარგად არის – ვლოცულობ მისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტის, ს მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მადლობელია, რომ ტრამპი კარგადაა.
„ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის შეხვედრაზე მომხდარი სროლის შესახებ. მადლობელი ვარ, რომ გავიგე, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველა მათთვის, ვინც შეხვედრაზე იყო. ჯილი და მე მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ის უსაფრთხოდაა. ამერიკაში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა დავგმოთ ის“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ცნობისთვის, -ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.

ასევე დაგაინტერესებთ