ჯო ბაიდენი – კამალა ჰარისის ისტორია წარმოადგენს ამერიკის ისტორიაში საუკეთესო ისტორიას და ეჭვი არ მეპარება, რომ ის გააგრძელებს ამ ისტორიის წერას

ის, რაც დღეს ამერიკამ დაინახა, იყო , რომელსაც ვიცნობ და ღრმად აღფრთოვანებული ვარ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტის, ს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, კამალა ჰარისი არის დიდი პარტნიორი და საჯარო მოხელე, სავსე კეთილსინდისიერებით, გამბედაობითა და განსაკუთრებულობით. მან საგანგებო გარემოებებში გააძლიერა და ხელმძღვანელობდა ისტორიულ კამპანიას.
„კამალას არჩევა იყო პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, როდესაც 2020 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდი. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მივიღე. მისი ისტორია წარმოადგენს ამერიკის ისტორიაში საუკეთესო ისტორიას და როგორც მან დღეს ცხადყო, ეჭვი არ მეპარება, რომ ის გააგრძელებს ამ ისტორიის წერას. ის გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულად, მონდომებით და სიხარულით. ის გააგრძელებს ჩემპიონობას ყველა ამერიკელისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ