ჯო ბაიდენი იულია და დაშა ნავალნაიებს შეხვდა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტი, სან-ფრანცისკოში ს მეუღლესა და შვილს, იულია და დაშა ნავალნაიებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა ალექსეი ნავალნის არაჩვეულებრივი გამბედაობისა და კორუფციის წინააღმდეგ და თავისუფალი და დემოკრატიული სთვის მისი ბრძოლის მიმართ,“ – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
ამასთან, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის ოჯახთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალი დიდ სანქციების შესახებ განაცხადებს ალექსე ნავალნის გარდაცვალების, რუსეთის რეპრესიებისა, აგრესიის, ასევე ში მისი სასტიკი და უკანონო ომის საპასუხოდ.
შეხვედრას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ჯო ბაიდენიც.
„ალექსის სიმამაცის მემკვიდრეობა გააგრძელებს არსებობას იულიასა და დაშაში, ისევე როგორც უამრავ ადამიანში მთელ რუსეთში, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე