ჯო ბაიდენი – ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და „ჰეზბოლა“ შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაეთანხმნენ, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, ესაუბრა ს პრემიერ-მინისტრ ს და ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნაჯიბ მიქატის. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე შედის ძალაში.
„კარგი ამბავი მაქვს ახლო აღმოსავლეთიდან. ვესაუბრე ლიბანისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებს და მოხარული ვარ განვაცხადო: მათ მიიღეს შეერთებული შტატების წინადადება ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამანადგურებელი კონფლიქტის დასრულების შესახებ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მისი განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას. ისრაელი თანდათან გაიყვანს თავის ძალებს 60 დღის განმავლობაში, ლიბანის არმია კი ისრაელთან საზღვარზე ტერიტორიას გააკონტროლებს, რათა უზრუნველყოს, რომ „ჰეზბოლამ“ თავისი ინფრასტრუქტურა არ აღადგინოს.
”ორივე მხარის სამოქალაქო პირები მალე შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ თემებში,” – აღნიშნა ბაიდენმა.