ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელი-ღაზის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ორშაბათამდე მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, იმედოვნებს, რომ -ღაზის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მომავალი კვირის ორშაბათამდე მოხდება.
„ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ჩემი მრჩეველი მეუბნება, რომ ახლოს ვართ. ჯერ არ დაგვისრულებია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს ცეცხლის შეწყვეტა გვექნება“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მანამდე, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია. „მივაღწიეთ პროგრესს ეგვიპტეს, ისრაელს, შეერთებულ შტატებსა და კატარს შორის მოლაპარაკებებში“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.