ჯო ბაიდენი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა

ჯო ბაიდენი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დღეს ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესს ვუმასპინძლე. კაცს, რომლის კამპანიამაც მილიონობით ადამიანი შთააგონა და რომელმაც ოთხ დღეში ფიცი უნდა დადოს. ვენესუელელი ხალხი საპრეზიდენტო არჩევნებში ნამდვილი გამარჯვებულისთვის ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას იმსახურებს“, – წერს .
ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია პარასკევს, 10 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო ორგანომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ს შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო და ხელისუფლებამ 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში მათმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა, რომელმაც მოგვიანებით ქვეყანა დატოვა. აშშ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აღიარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად