ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის განაჩენზე – ამერიკული პრინციპი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, კიდევ ერთხელ დადასტურდა

ამერიკული პრინციპი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, – ასე გამოეხმაურა -ის პრეზიდენტი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს.
„ამერიკული პრინციპი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, კიდევ ერთხელ დადასტურდა. დონალდ ტრამპს თავის დასაცავად ყველა შესაძლებლობა მიეცა. საქმე შტატის დონეზე და არა ფედერალურ დონეზე, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა განიხილა, თქვენმა მსგავსმა 12-მა ამერიკელმა“, – განუცხადა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს გასაჩივრების შესაძლებლობა ექნება, რადგან ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა ასე მუშაობს.
„წინდაუხედავი, საშიში და უპასუხისმგებლოა იმის თქმა, რომ ეს გაყალბდა, რადგან ვიღაცას განაჩენი არ მოსწონს. ჩვენმა მართლმსაჯულების სისტემამ თითქმის 250 წელს გაუძლო და იგი ამერიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გუშინ, ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს