ჯო ბაიდენი – დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს

რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები გაჩაღებულია და, დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელ“ მეტოქოზე, დონალდ ტრამპზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც „მძინარე დონი“ უწოდა.
”ასაკი ერთადერთი რამ არის რაც საერთო გვაქვს. ჩემი ვიცე-პრეზიდენტი, ფაქტობრივად, მიდასტურებს ამას“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, -ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა განსხვავებას მისი და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიებს შორის, რომლის სასამართლო პროცესი, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელის გასაჩუმებლად 130 000 აშშ დოლარის გადახდის საქმეზე, ნიუ-იორკში აპრილის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს.
„დონალდს ბოლო დროს რამდენიმე მძიმე დღე ჰქონდა. შეიძლება მას „ქარიშხლიანი“ ამინდიც უწოდოთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”