ჯო ბაიდენი და ფუმიო კიშიდა უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნის მიზნით, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ

აშშ-სა და იაპონიის ლიდერები, და ფუმიო კიშიდა 10 აპრილს ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ და ში მეტი იარაღის გაგზავნის მიზნით, თავდაცვის აღჭურვილობის ერთობლივი წარმოების სისტემის გაძლიერების საკითხს განიხილავენ, – ინფორმაციას Kyiv Independent-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამიტის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაძლიერება იქნება.
-ის თავდაცვის ინდუსტრია ცდილობს აწარმოოს საკმარისი საარტილერიო ჭურვები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დაეხმაროს უკრაინას ს სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. იაპონიამ უკვე დაიწყო ამერიკული მარაგების აღდგენის ხელშეწყობა იარაღის გადაცემის გზით, რის საშუალებასაც მას კანონებში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები აძლევს.
იაპონია დეკემბერში დათანხმდა შეერთებულ შტატებში Patriot-ის მიწა-ჰაერი კლასის რაკეტების გაგზავნას, რაც ვაშინგტონს საშუალებას მისცემს განაგრძოს სთვის გადამწყვეტად საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ