და სი ძინპინი სან-ფრანცისკოს მახლობლად მართავენ მოლაპარაკებებს

-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში პირველად შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, სი ძინპინს. ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს უმასპინძლა სან-ფრანცისკოს სამხრეთით, 48 კილომეტრზე მდებარე ფილოლის მამულში. Reuters-ი იტყობინება, რომ ორი ლიდერის მოლაპარაკებებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ორ ზესახელმწიფოს შორის დაძაბულობის შესუსტებას შეიარაღებული კონფლიქტების, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხებში.
სი ძინპინთან შეხვედრაზე ბაიდენმა თქვა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებობს უთანხმოებები, მაგრამ მათ მუდამ უნდა ჰქონდეთ დიალოგი.
„ჩვენ ყოველთვის ვერ ვთანხმდებოდით, რაც გასაკვირი არ არის, მაგრამ ჩვენი შეხვედრები ყოველთვის იყო გულწრფელი, პირდაპირი და სასარგებლო,“ განაცხადა ბაიდენმა თავის ჩინელ კოლეგასთან შეხვედრაზე. „მე ვაფასებ ჩვენს დიალოგს, ვინაიდან, ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მე და თქვენ ნათლად გვესმოდეს ერთმანეთის, როგორც ლიდერს ლიდერისა, რაიმე შეცდომების ან გაუგებრობების გარეშე.“
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სამიტის მიზანია გაააქტიუროს ორი ქვეყნის სამხედრო უწყებათა შორის კავშირების არხები, რათა განახლდეს ვაშინგტონსა და პეკინს შორის ნორმალური კონტაქტები, კერძოდ – ამერიკელ და ჩინელ სამხედროებს შორის.
მოლაპარაკებების შემდეგ ორი პოლიტიკოსი მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) სამიტში.

ასევე დაგაინტერესებთ

იური უშაკოვი ვლადიმერ პუტინს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრაზე – უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ გამოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს და მათი განხილვა შესაძლებელია

დონალდ ტრამპი – ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია – ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეწყალების დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ

მიხეილ ყაველაშვილი – 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება – ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ