და თეთრ სახლში 9 თებერვალს შეხვდებიან

-ის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი 9 თებერვალს თეთრ სახლში შეხვდებიან, სადაც უკრაინის მხარდაჭერას დაადასტურებენ. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი ავრცელებს.
“9 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის მიერ საკუთარი მიწისა და საკუთარი ერის რუსეთის აგრესიული ომისგან დაცვისადმი თავის ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ”, – ნათქვამის თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში.
ჟან-პიერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიისა და -ის ლიდერები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის აღსაკვეთად ღონისძიებებს, ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მათ მყარ მხარდაჭერას და ასევე ღაზაში სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლეების გადასარჩენად და ზიანისგან დასაცავად დახმარების გაზრდის აუცილებლობას.
განცხადების თანახმად, ბაიდენი და შოლცი, ასევე, მოახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას ვაშინგტონში ნატოს სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა