ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ბერლინში ჩავიდა, სადაც ის გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდება.
Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლიდერები განიხილავენ უკრაინის საკითხსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს.
ბაიდენი გერმანიაში გასულ კვირას, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისთვის უნდა ჩასულიყო, რომლის ჩატარებაც რამშტაინის სამხედრო ბაზაზე იყო დაგეგმილი, თუმცა -ის პრეზიდენტმა ვიზიტი ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადადო, რომელიც მის ქვეყანას დაატყდა თავს.
თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა ნოემბერში, ონლაინ ფორმატში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ