ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუზე – რასაც ის აკეთებს, შეცდომაა – არ ვეთანხმები

აშშ-ის პრეზიდენტი, ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ს პრემიერ-მინისტრ ს მიდგომას აკრიტიკებს და შეცდომად აფასებს.
„კარგი, გეტყვით, ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. არ ვეთანხმები მის მიდგომას. ვფიქრობ, რომ აღმაშფოთებელია ის, რომ ამ ოთხ, სამ მანქანას დაარტყეს დრონები და გამოიყვანეს გზატკეცილიდან, რომელიც არც საზღვრის გასწვრივ იყო და სადაც არც კოლონა მოძრაობდა“, – აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ Univision-თან ინტერვიუში, როდესაც ის საუბრობდა World Central Kitchen-ის ავტომობილებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე, რასაც ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.
-ის პრეზიდენტის თქმით, ის ისრაელს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს და რომ ჰუმანიტარული დახმარების არ გაგზავნას გამართლება არ აქვს.
„რასაც მე მოვუწოდებ არის ის, რომ ისრაელელებმა უბრალოდ მოითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა, დაუშვან მომდევნო ექვსი, რვა კვირის განმავლობაში ქვეყანაში შესული საკვებსა და მედიკამენტებზე სრული წვდომა. ვისაუბრე ყველასთან, საუდელებიდან დაწყებული იორდანიელებით და ეგვიპტელებით დამთავრებული. ისინი მზად არიან, შეიტანონ საკვები პროდუქტები და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების სამედიცინო და საკვები საჭიროებებით არ დაკმაყოფილებას გამართლება არ აქვს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”