ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის მუშაობს

აშშ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის მუშაობს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიდთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემი გუნდი კოლეგებთან მუდმივ კონტაქტშია და დეესკალაციისთვის ვმუშაობთ, რათა ადამიანებმა სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება შეძლონ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამასთან, ს თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 1100-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.