აშშ და “დიდი შვიდეული” მზად არიან უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ”, – განაცხად ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, კონგრესს მოუწოდა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტი დაამტკიცოს. მისი თქმით, კონგრესმენებმა აღნიშნული საკითხი საშობაო დღესასწაულებამდე უნდა მოაგვარონ.
“ეს სასწრაფო საკითხია. კონგრესმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარება უნდა დაამტკიცოს”, – განაცხადა ბაიდენმა.
მან აღნიშნა, რომ კონრესმა “პუტინს ყველაზე შესანიშნავი საჩუქარი, რომლის იმედიც კი შეიძლება ჰქონდეს”, არ უნდა აჩუქოს.