ჯო ბაიდენი – აშშ უკრაინას 20 მილიარდს გამოუყოფს – ეს არის კიდევ ერთი შეხსენება ვლადიმერ პუტინისთვის, რომ მსოფლიო უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა

შეერთებული შტატები დღეს აცხადებს, რომ ს, „დიდი შვიდეულის“ პაკეტის ფარგლებში, სესხის სახით 20 მილიარდ დოლარს გამოვუყოფთ, რომელიც ს გაყინული სუვერენული აქტივებიდან მიღებული პროცენტით დაიფარება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინას შეუძლია მიიღოს მისთვის საჭირო დახმარება ახლა, გადასახადის გადამხდელებისთვის ტვირთის დაწესების გარეშე. ეს სესხები მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს, რომლებიც იცავენ და აღადგენენ თავიანთ ქვეყანას. და ჩვენი ძალისხმევა ცხადყოფს: ტირანები პასუხისმგებლები იქნებიან მათ მიერ მიყენებულ ზარალზე“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ვერ გაიმარჯვებს.
„არ შეცდეთ: რუსეთი ამ კონფლიქტში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება სთვის, რომ მსოფლიო უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა და შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები „დიდი შვიდეულიდან“ გააგრძელებენ მათ გვერდით დგომას ყოველ ნაბიჯზე“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ