ჯო ბაიდენი – აშშ მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შესამცირებლად მოლაპარაკებების გამართვისთვის.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ასეთი მოლაპარაკებებისთვის წინაპირობის გარეშე.
მზად არის, წინაპირობების გარეშე ჩაერთოს მოლაპარაკებებში რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შემცირების საკითხზე”, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, ბირთვული არსენალის შემცირების კუთხით პროგრესის დაბლოკვას როგორც აღნიშნული ქვეყნებისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის არავითარი სარგებელი არ ექნება.
„ბირთვული საფრთხის შემცირება მნიშვნელოვანია არა დღევანდელი მსოფლიოს საფრთხეების მიუხედავად, არამედ სწორედ მათ გამო. ეს ბირთვული რისკები ანადგურებს ნორმებსა და შეთანხმებებს, რომლებზეც ერთობლივად ვიმუშავეთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.