ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სიტყვით მიმართა.
ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას.
„კონგრესმა უნდა დაამტკიცოს უკრაინის დამატებითი დაფინანსება. შოკირებული ვარ, რომ ჩვენ მივედით აქამდე და რესპუბლიკელები უარს ამბობენ მის დამტკიცებაზე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები აგრძელებენ სამხედრო დანაშაულების ჩადენას.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერის ერთგულია და დასძინა, რომ თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ეს ჩვენი მეგობრების საერთაშორისო ინტერესებშია“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა დასძინა, რომ კრემლის მეთაური გააგრძელებს შეტევას და თავს დაესხმება ნატოს. და მაშინ აშშ-ის მთავრობა დაინახავს იმას, რისი დანახვაც არ სურს – ომი ამერიკელებსა და რუსებს შორის.