ჯო ბაიდენი – აშშ, ეგვიპტე და კატარი ისრაელ-ჰამასის შეთანხმების სრული განხორციელების უზრუნველსაყოფად იმუშავებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და კატარის ემირ შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანთან სატელეფონო საუბარი გამართა და დაადასტურა, რომ სამი ქვეყანა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების სრულად შესრულების უზრუნველყოფაზე იმუშავებს, თუ და „ჰამასი“ ასეთ შეთანხმებას მიაღწევენ.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ეგვიპტისა და კატარის ლიდერებს განუცხადა, რომ მძევლების საკითხი ახლა ერთადერთი დაბრკოლებაა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდებისთვის.
„ლიდერებმა განიხილეს მძევლების გათავისუფლების შესახებ გარიგება, რომელთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასევე ღაზის სექტორისთვის დახმარების გაზრდის მცდელობები“,- აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის მედია, გარედან მართული არ უნდა იყოს!

არჩილ გორდულაძე – ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო და ამას კანონს აბრალებდნენ, რომლის მიზანიც იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების გამჭვირვალობაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თანხებს ხარჯავენ