ჯო ბაიდენი – ასადის რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია – ისტორიული შესაძლებლობის მომენტი მრავალტანჯული სირიელი ხალხისთვის

აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა არის სამართლიანობის აქტი, რომელიც სირიელებს ისტორიულ შესაძლებლობას აძლევს.
„ბოლოს და ბოლოს, ასადის რეჟიმი დაეცა. ამ რეჟიმმა სასტიკად აწამა და მოკლა ასობით ათასი უდანაშაულო სირიელი. რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია. ეს არის ისტორიული შესაძლებლობის მომენტი მრავალტანჯული სირიელი ხალხისთვის, ააშენონ უკეთესი მომავალი თავიანთი ამაყი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას.
მისი თქმით, „ასევე არის რისკისა და გაურკვევლობის მომენტი“, რა იქნება შემდეგ.
„შეერთებული შტატები იმუშავებს პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან სირიაში” – აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა მას შემდეგ, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასადის ოჯახი მოსკოვში ჩავიდა.
უფრო კონკრეტულად, -ის პრეზიდენტის თქმით, აშშ მხარს დაუჭერს სირიის მეზობლებს, მათ შორის იორს, ლიბანს, ერაყსა და ისრაელს, თუ რაიმე საფრთხე წარმოიქმნება სირიისგან გარდამავალი პერიოდის განმავლობაში.
ამასთან, მისი განცხადებით, აშშ დაეხმარება სტაბილურობის უზრუნველყოფას, დაიცავს აშშ-სა და ნებისმიერ პერსნალს. ამასთან, ბაიდენის განცხადებით, მისია ISIS-ის წინააღმდეგ შენარჩუნდება.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, „ჩვენ ჩაერთვებით ყველა სირიულ ჯგუფთან მუშაობაში, მათ შორის იმ პროცესის ფარგლებში, რომელსაც გაერო ხელმძღვანელობს, რათა დამოუკიდებელ და სუვერენულ სირიაში ახალი კონსტიტუციით და ახალი მთავრობით გადასვლა“ მოხდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა