ჯო ბაიდენი – არ შეგვიძლია თავს “დაღლის” საშუალება მივცეთ, არ შეგვიძლია შევტრიალდეთ – მხარდაჭერას არ შევასუსტებთ, ვიდრე უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს

უკრაინის მხარდაჭერას არ შევასუსტებთ, ვიდრე სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა თავის მთავარ მიზანში. ის უკრაინის განადგურებას გეგმავდა, მაგრამ უკრაინა ჯერაც თავისუფალია. მას ნატოს შესუსტება სურდა, მაგრამ ნატო უფრო დიდია, უფრო ძლიერია, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე აქამდე”, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ძალისხმევის შესუსტება.
“ახლა ჩვენს წინაშე კიდევ ერთი არჩევანი დგას: შევინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას, რათა უკრაინას ომში გამარჯვებასა და თავისუფლების შენარჩუნებაში დავეხმაროთ? თუ უკან დავიხევთ და აგრესიის ახალ ტალღასა და მთელი ერის განადგურებას დავუშვებთ?
ჩემი პასუხი ვიცი. არ შეგვიძლია საკუთარ თავს “დაღლის” საშუალება მივცეთ. არ შეგვიძლია შევტრიალდეთ. და უკრაინისთვის ჩვენს მხარდაჭერას არ შევასუსტებთ – სანამ უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს გაეროს ქარტიის შესაბამისად”, – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ