ჯო ბაიდენი – ამერიკა, მე შენ რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი – გპირდები, რომ ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ის სა და ტიმ უოლცის კამპანიისთვის საუკეთესო მოხალისე იქნება.
„გპირდები, რომ ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა ჩიკაგოში, დემოკრატიულ პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მათ ესმით, რომ ამერიკა უნდა იყოს შესაძლებლობების ადგილი არა მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანისთვის, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მან 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებზეც ისაუბრა, როდესაც კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი განხორციელდა.
„ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. არ შეიძლება მხოლოდ მაშინ თქვათ, რომ გიყვართ ეს ქვეყანა, როდესაც იმარჯვებთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, უყვარს თავისი ქვეყანა და ყველაფერი გასცა მისთვის, რაც შეეძლო.
„ჩემი ცხოვრების პატივი იყო, მემსახურა პრეზიდენტად. მიყვარს ჩემი სამუშაო, მაგრამ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა. ამერიკა, მე შენ რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენს სცენაზე კამალა ჰარისი შეუერთდა, როდესაც მან სიტყვით გამოსვლა დაასრულა.
„მიყვარხარ!“- მიმართა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენს.

ასევე დაგაინტერესებთ