ჯო ბაიდენის შემდეგ გერმანიაში ვიზიტი, სადაც „რამშტაინის“ შეხვედრა უნდა გაიმართოს, ენტონი ბლინკენმაც გადადო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიაში ვიზიტი გააუქმა, სადაც „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა უნდა გაიმართოს, მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ს გადაწყვეტილების მიზეზი მოსალოდნელი ძლიერი ქარიშხალი „მილტონია“.
„თეთრმა სახლმა დღეს დილით გამოაცხადა, რომ ქარიშხალ „მილტონის“ პროგნოზირებული ტრაექტორიისა და სიმძიმის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გერმანიასა და ანგოლაში დაგეგმილი მოგზაურობები გადადო“, – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 12 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ჯო ბაიდენის ხელმძღვანლობით უნდა გამართულიყო.