ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათში კამალა ჰარისმა 81 მილიონი დოლარის შემოწირულობა მოაგროვა

საარჩევნო რბოლიდან ს კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათში კამალა ჰარისმა 81 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ამის შესახებ ს საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, კევინ მუნოსმა განაცხადა.
მედიასაშუალება წერს, რომ ეს 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ორივე პარტიის მიერ 24 საათის განმავლობაში მიღებული შემოწირულობების ყველაზე დიდი რაოდენობაა.
ჰარისის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ეს -ის ისტორიაში ერთ დღეში შეგროვებული ყველაზე დიდი თანხაა.
„ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის მხარდაჭერის ისტორიული ნაკადი აჩვენებს სწორედ იმ ენერგიასა და ენთუზიაზმს, რომელიც იმარჯვებს არჩევნებში“, – განაცხადა მუნოსმა.
ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა 21 ივლისს მოხსნა და მხარდაჭერა კამალა ჰარისს გამოუცხადა. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.
პირველი არხი