ჯო ბაიდენის განცხადება, რომ სი ძინ პინი დიქტატორია, უკიდურესად არასწორი და უპასუხისმგებლოა – ჩინეთის საგარეო უწყება

ჯო ბაიდენის განცხადება, რომ სი ძინპინი დიქტატორია, უკიდურესად არასწორი და უპასუხისმგებლოა – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო უწყება ბაიდენის განცხადებას.
ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შტატების პრეზიდენტის სიტყვები მათთვის მიუღებელია. მათი თქმით, ყოველთვის არსებობენ გარკვეული ფარული მოტივების მქონე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ უთანხმოების დათესვას და ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების გაფუჭებას.
კითხვაზე, თუ ვის გულისხმობენ ფარული მოტივების მქონე ადამიანებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე