ჯო ბაიდენის განკარგულებით, უკრაინა თითქმის 8 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებით, თითქმის 8 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოყოფს. განცხადება ვაშინგტონში ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ ჰარისსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ გაკეთდა.

ბაიდენის გადაწყვეტილებით, ს შორ დისტანციაზე დარტყმის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად, უკრაინას მიაწვდიან ფრთოსან საავიაციო ბომბების (JSOW), საჰაერო თავდაცვითი პოტენციალის გასაზრდელად აშშ უკრიანას დამატებითი გადასცემს „პატრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს. გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ბაიდენმა თავდაცვის დეპარტამენტს მიმართა, გაფართოვდეს უკრაინელი პილოტების წვრთნა F-16 მფრინავების გამოსაყენებლად, მომავალ წელს დამატებით 18 პილოტს მოამზადებენ.

ბაიდენის განცხადებით, მომავალ თვეში მოიწვევს „რამშტაინის“ შეხვედრას, „რათა კოორდინირება გაეწიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ძალისხმევას, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში“.

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბაიდენს მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ ამ დახმარებას გამოიყენებენ „ყველაზე ეფექტური და გამჭვირვალე გზით ჩვენი მთავარი საერთო მიზნის მისაღწევად: უკრაინის გამარჯვება, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება“.

„უკრაინა და შეერთებული შტატები რჩებიან ახლო მოკავშირეებად, რომლებიც იცავენ თავისუფლებას, ადამიანის სიცოცხლეს და საერთო უსაფრთხოებას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ“, – დაწერა ზელენსკიმ.