ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი ციხეში დაჭრეს – AP

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი დერეკ ნი, არიზონას ფედერალურ ციხეში დანით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ციხეების ბიურომ დაადასტურა, რომ 24 ნოემბერს შუადღისას, ტუსკონის ფედერალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირს თავს დაესხნენ, რის შემდგომაც პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, ციხეში, სადაც დაახლოებით 380 პატიმარი იმყოფება, ვიზიტები შეჩერებულია.
ცნობისთვის, ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს, პოლიციელის მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელმა ფლოიდს კისრის არეში მუხლი მიაჭირა. ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევას მთელი -ის ფარგლებში დიდი საპროტესტო აქციები მოჰყვა და საერთაშორისო სახეც კი მიიღო, რა დროსაც ათასობით ადამიანი დააკავეს.
შოვინი კი დამნაშავედ 2021 წლის აპრილში ცნეს. მას ბრალი გადასახადების დამალვისთვისაც ჰქონდა წარდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ