ჯორჯ კობი | რაჭველი გრიგოლ კობახიძე, რომელმაც აშშ-ში მინის სათამაშოები და ნაძვის ხის ელექტრო განათება გამოიგონა

ახალი წელი წარმოუდგენელია საზეიმოდ მორთულ მოკაზმული ნაძვის ხის გარეშე. აი აქ კი ქართველებს მართლაც ბევრი რამით შეგვიძლია ვიამაყთ. შუშის სათამაშოებიც და ელექტრო განათებაც ნაძვის ხეზე ქართველმა გამოიგონა და შექმნა. ჯორჯ კობიმ, იგივიე გრიგოლ მ.
თუმცა ბედის უკუღმართობითა თუ იღბლის წყალობით ოკეანის გაღმა აღმოჩენილმა ქართველი მეწარმემ და გამომგონებელმა შეერთებული შტატების ისტორიასა და იერსახეს სხვა მხრივაც დაატყო თავისი კვალი. კობი უპირველეს ყოვლისა მინის ნაკეთობათა მწარმოებელი და ინოვატორი იყო, რომლის გამოგონებათა წყალობით ცათამბჯენების ასაშენებლად საჭირო შუშის წამროება კიდევ უფრო დაიხვეწა და განვითარდა.
გრიგოლ კობაძე ამერიკაში რაჭიდან მოხდა, მალევე ოკეანის გაღმა პირველ ქართველ მილიონერად იქცა, რომელსაც სამშობლოს ნოსტალგია და სიყვარული არასდროს განელებია. თანაც იმდენად, რომ საბჭოთა რეჟიმის მიუხედავად საქართველოში 2-ჯერ ჩამოვიდა და მშობლიური სოფლის დახმარებასაც ცდილობდა. საბოლოოდ კი ბოლშვიკების მხრიდან მისი ფიზიკური ლიკვადაცვიის საფრთხე იმდენად გაიზარდა, რომ უკვე შემდგარმა ბიზნესმენმა და თანამედროვე ამერიკის ერთ-ერთმა შემოქმედმა თავისი სამშობლო საბოლოოდ დატოვა.
ავტორი: ელენე მარგალიტაშვილი