აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწის, დიპლომატისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის ჰერი კისინჯერის გარდაცვალებას გამოეხმაურა და მას პატივი მიაგო.
როგორც ბუშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულმა შტატებმა საგარეო საქმეთა საკითხებში დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სანდო მხარე.
„ამერიკამ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გამორჩეული ხმა საგარეო საქმეთა საქმეებში. მე დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ კაცით, რომელიც ნაცისტებისგან გაიქცა, შემდგომ კი ახალგაზრდა ბიჭი ებრაული ოჯახიდან შეერთებული შტატების არმიაში მსახურობდა.
მოგვიანებით გახდა სახელმწიფო მდივანი. ის ორ პრეზიდენტთან მუშაობდა და სხვებს რჩევებს აძლევდა. მადლობელი ვარ…“, – აცხადებს ჯორჯ ბუში.
ცნობისთვის, ამერიკელი ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.