საჭიროა, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომელიც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.
„საჭიროა, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომელიც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დავინახეთ, ვინ არის მშვიდობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად მზად და ვინ, მეორე მხრივ, ნაკლებად მოსურნეა“, – განაცხადა მელონიმ.
