ჯორჯია მელონი – რუსეთი უფრო მეტად დაინტერესებულია თავდასხმების გაძლიერებით, ვიდრე მოლაპარაკებებით

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, არ აჩვენებს მზადყოფნას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება სურს.
„როგორც ჩანს, რუსეთი უფრო მეტად დაინტერესებულია უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების სისასტიკის გაზრდით, ვიდრე სამხედრო მოქმედებების დასრულების შესახებ მოლაპარაკებებით“, – აღნიშნულია იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთმა ს 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.