ჯორჯია მელონი – მოველით, რომ სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იტალიისა და თურქეთის ლიდერებმა განიხილეს დიპლომატიური პერსპექტივები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა ში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიმართ.
ჯორჯია მელონის თქმით, ის მოელის, რომ რუსეთი, უკრაინის მსგავსად, დადებითად უპასუხებს მაღალი დონის მოლაპარაკებებზე მიწვევას და დათანხმდება სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, როგორც მშვიდობისთვის მზადყოფნის კონკრეტულ ნიშანს.
შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევრონესტის რეზოლუცია – საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა, ასამბლეა გმობს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და არ აღიარებს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას