ჯორჯია მელონი – იტალიის მთავრობა ღაზაში ჟურნალისტების გაუმართლებელ მკვლელობას გმობს

იტალიის მთავრობა ღაზაში ჟურნალისტების გაუმართლებელ მკვლელობას გმობს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
„ეს მიუღებელ თავდასხმას წარმოადგენს პრესის თავისუფლებასა და ყველა იმ ადამიანზე, ვინც ომის ტრაგედიის გაშუქების მიზნით სიცოცხლეს რისკავს. ჩვენ ს დასაცავად დრო არ დაგვიკარგავს, მაგრამ ამავე დროს, ჩუმად ვერ ვიქნებით, მაშინ, როცა საპასუხო რეაქცია პროპორციულობის პრინციპს სცდება, როცა უდანაშაულო ხალხი კვდება, როცა ქრისტიანულ თემებსა და ისტორიულ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
შეგახსენებთ, ორშაბათს, ისრაელის მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე განხორციელებულ დარტყმებს 20 ადამიანი, მათ შორის 5 ჟურნალისტი ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ საავადმყოფოს ტერიტორიაზე „ჰამასის“ მიერ განთავსებული კამერა დააფიქსირეს, რომელიც თავდაცვის ძალების ჯარების მოქმედების გასაკონტროლებლად გამოიყენებოდა. მათივე განცხადებით, დაღუპულთაგან ექვსი „ტერორისტი“ იყო, ხოლო ჟურნალისტები მათი სამიზნეები არ ყოფილან.