ჯორჯია მელონი – იტალია უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენციას უმასპინძლებს

უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენცია 2025 წელს იტალიაში გაიმართება, -ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, რომში უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ღონისძიება 10-11 ივლისს არის დაგეგმილი.
მარტო არ არის და ჩვენ მხარს დავუჭერთ მას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.
მისი თქმით, იტალიის მხარდაჭერამ კიევს უნდა მისცეს „საუკეთესო შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებები მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის, რომელიც არ შეიძლება იყოს კაპიტულაცია“.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის აღდგენის საკითხის შესახებ მსგავსი კონფერენციები ჩატარდა ლონდონში, 2023 წლის 21-22 ივნისს და ბერლინში, 2024 წლის 11-12 ივნისს. 2024 წლის 15-16 ივნისს კი შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში უკრაინის შესახებ სამშვიდობო კონფერენცია გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ოფისი – გასულ წელს, ევროკავშირმა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა – 50 პროექტით მხარდაჭერა მიიღო 39 000-ზე მეტმა ბიზნესმა