ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობის პერიოდში იტალიისთვის აფრიკა და ხელოვნური ინტელექტი მთავარი საკითხები იქნება

„დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობისას იტალიისთვის აფრიკა და ხელოვნური ინტელექტი მთავარი საკითხები იქნება , – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
„შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გავლენით ძალიან შეშფოთებული ვარ. დღეს, ჩვენ რევოლუციის წინაშე ვდგავართ, სადაც ადამიანის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების საშიშროება არსებობს“, – განაცხადა მელონიმ.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აფრიკის განვითარების მხარდაჭერა „დიდი შვიდეულის“ მთავარი საკითხი იქნება.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა იაპონიისგან 1-ელ იანვარს გადაიბარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…