ჯორჯია მელონი: არ ვეწინააღმდეგები პალესტინის აღიარებას, მაგრამ ჩვენ სწორი პრიორიტეტები უნდა დავისახოთ

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ იტალია მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს პალესტინის სახელმწიფოებრიობას, თუკი ღაზაში ტყვეობაში მყოფი ყოველი ისრაელელი მძევალი გათავისუფლდება და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია ყოველგვარ სამთავრობო როლს ჩამოშორდება.

“მე არ ვეწინააღმდეგები პალესტინის აღიარებას, მაგრამ ჩვენ სწორი პრიორიტეტები უნდა დავისახოთ,” განუცხადა მელონიმ რეპორტიორებს.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, იტალიის პრემიერმა ასევე თქვა, რომ საერთაშორისო წნეხი ს მაგივრად ჰამასზე უნდა იყოს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი ჰამასმა დაიწყო და მშვიდობის დამყარებას, მძევლების არ გათავისუფლებით, სწორედ ის უშლის ხელს.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობა მონაკომ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, მალტამ და ანდორამ აღიარეს მას შემდეგ, რაც წინა დღით იგივე ნაბიჯი გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ავსტრალიამ და პორტუგალიამ გადადგა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიისა და კანადის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების შემდეგ, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს “გამარჯვება” უწოდა.

“რამდენადაც შორს არ უნდა წავიდეს ოკუპაცია თავისი დანაშაულების კუთხით, ის ვერასდროს შეძლებს ჩვენი ეროვნული უფლებების წაშლას,” განუცხადა მაჰმუდ მარდავიმ AFP-ს.

თავის მხრივ, დასავლური ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების პასუხად, ს პრემიერმინისტრმა, მ განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყნების ლიდერები “ტერორს აჯილდოებენ” და დაამატა, რომ პალესტინური სახელმწიფო “ვერ ჩამოყალიბდება”.

“მკაფიო გზავნილი მაქვს იმ ლიდერებისთვის, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ – თქვენ ტერორს დიდად აჯილდოებთ,” აცხადებს ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეოში.

“მე კიდევ ერთი გზავნილი მაქვს თქვენთვის: ეს არ მოხდება, იორდანიის დასავლეთით პალესტინური სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება.” – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ვრცლად