„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

3 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე წყალარინების დაზიანებულ ქსელზე აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ქსელის მდებარეობიდან და ტექნიკური სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დროს, ხვალ, 3 თებერვლის დილის 09:00 საათიდან 4 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, კოტე მარჯანიშვილის ქუჩის N42- დან N44 -მდე შეიზღუდება საგზაო მოძრაობა. კერძოდ, დაიკეტება ჩუბინაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩამდე ამსვლელი გზა.
სატრანსპორტო საშუალებები და სამარშუტო მიკროავტობუსები იმოძრავებენ, ჩუბინაშვილის ქუჩის გავლით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს“ უხდის მოსახლეობას დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”