„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ზოგიერთ უბანში წყალმომარაგების შეზღუდვის თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 9 დეკემბრის 13:00-საათიდან 10 დეკემბრის 01:00-საათამდე წყალმომარაგება ნაძალადევის რაიონში შეიზღუდება.
„ხვალ, 9 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, დაისის ქ.N16-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 9 დეკემბერს, დღის 13:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 დეკემბერს, დღის 13:00 საათიდან, 10 დეკემბრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: ცოტნე დადიანის N 303-329 (კენტ ნომრებს), თმოგვის, დაისის, ღრმაღელის ქუჩას, ქსოვრელის, ქართლის, ქართველიშვილის, კნოლევის, ღოღობერიძის, ტოროშელიძისა, ბეჟანიშვილის და ქუჩებს; ილურიძის და გვაზაურის ქუჩებსა და შესახვევებს;
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…