„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 18 სექტემბერს, ვაკის რაიონში, შატბერაშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, სატუმბო სადგურზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 18 სექტემბერს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 18 სექტემბერს, დილის 11:00 საათიდან, საღამოს 21 :00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, ნ. ჟვანიას, მცხეთის, ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, რაზმაძის ქუჩა N1-15, N2-20 და N57-ს, არაყიშვილის ქუჩა N11-N27, N14-N26, კეკელიძის ქუჩა N15-25, N16-18, ჯანაშვილი, ქუთათელაძის, შროშის, რადიანის, შოშიტაიშვილის ქუჩებს და არაყიშვილის II ჩიხს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის – http://www.gwp.ge მეშვეობით.
