„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სამუშაოებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში, 17 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 18 ივლისის დილის 10:00 საათამდე, ისნის რაიონის აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდება.
„17 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, ვაზის ქუჩა N1-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 17 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 18 ივლისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაზისუბანის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალს, ჯუმბერ ლეჟავას, იოზეფ პილსუდსკის, ვაზის, აშოტ კურაპალატის, მამისაანთუბნის, ღვინის, კრავაი ჯაყელის და იოანე ზოსიმეს ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია განცხადებაში.
