„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 6 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 6 მარტს დილის 10:00 საათიდან დაიწყება და 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 6 მარტს დილის 10:00 საათიდან 7 მარტის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ვარკეთილის III მასივს და კვარტლებს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის, ბერიშვილის, 17 შინდისელი გმირის და ნოე რამიშვილს ქუჩებს. კახეთის გზატკეცილის N7, 10 და N 46-76 (ლუწ ნომრებს ).
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.