„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

7 თებერვალს, ღამის 23:00 საათიდან 8 თებერვლის 17:00 საათამდე ჩუღურეთის რაიონის მაცხოვრებლებს წყალმომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური მილის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთების შეცვლა იქნება.
„ხვალ, 7 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N106-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოების ფარგლებში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური მილის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთები შეიცვლება, პარალელურად წინამძღვრიშვილისა და კონსტიტუციის ქუჩების კვეთაზე ქსელზე ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 თებერვალს, ღამის 23:00 საათიდან 8 თებერვლის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
წინამძღვრიშვილის ქუჩას, აღმაშენებლის გამზირს, ჭოროხის, სუნდუკიანის, ტყვიავის, მაზნიაშვილის, ს, რომის, ზ. ქურდიანის, გოგიბერიძეს, ტოლსტოის, ჯავახიშვილის, უზნაძის, დ.აბაშიძის, სანკტ-პეტერბურგის, ს. წერეთლის, ხეთაგუროვის, სულიაშვილის, თოიძის, ნ. ჩხეიძის, გამცემლიძის, კუმისის, ანთელავას, სანთლის, ახვლედიანის ხევის, წმ.ნიკოლოზის, ორბელიანის, სულხანიშვილის, მტკვრის, ათონელის, გოგჩის, კარგარეთელის, კახიძის, პასტერის, კლდიაშვილის, ლებანიძის, ტელეგრაფის, სანაპიროს, ბაქოს, პუშკინის, კოტე აფხაზის, დიუმას, ტოლსტონოგოვის, გოგუთურის, აგლაძის, უშანგი ჩხეიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ტეტელაშვილის, გორკის, ბარათაშვილის, ფურცელაძის, სანაპიროს, წმინდა ნიკოლოზის, დიდხევის, ქურდიანის, ვეკუას და ფხოვის ქუჩებს. თამარ მეფის გამზ. N6, ბარათაშვილის ქუჩა N2-N14, ჩიქობავას ქუჩა N8, მარჯანიშვილის ქუჩა N3, N16, N28.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი