„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩაზე მდებარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურში, რომელიც გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, მაღალი ძაბვის ერთ-ერთი ძალოვანი კვანძი ავარიულად დაზიანდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს.
კომპანიიც ცნობით, ავარიული დაზიანება დღეს, 3 ივნისს მოხდა.
„აღნიშნულმა დაზიანებამ ტუმბო-აგრეგატების მუშაობა დროებით შეაფერხა. ამ დროისთვის „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ელექტროგადამცემ სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 3 ივნისს 15:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: ხიზაბავრის, ბოჭორიშვილის, მარსელის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას, ჩიქვანაიას, ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარისმ ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გობრონიძის და გამარჯვების ქუჩებს; ანდრონიკაშვილის II შესახვევს. მუხიანის სამხედრო დასახლება (ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს); მუხიანის 1-ელ და მე-2 მიკრორაიონებს, მე-3 მიკრორაიონის N17, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებს, მე-4 ა მიკრორაიონის N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 კორპუსებს, ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონს და კვარტლებს. ხევძმარის ქუჩა N4, გაზის, ავჭალა 2-ის და ცენტოლიტის დასახლებებს.
სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას და თავდადებულის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge