“ჯორჯიან მანგანეზის” დოკუმენტაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაახარვეზა – მიზეზები

საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაახარვეზა “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ წარდგენილი ანგარიში, რომელიც კომპანიის გარემოსდაცვით საქმიანობას და გატარებულ ღონისძიებებს ასახავს.
კომპანია 2017 წლიდან სპეციალური მმართველობის რეჟიმშია, რაც სახელმწიფოს მიერ კომპანიაში გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაწესდა.
თუმცა, “ჯორჯიან მანგანეზს” სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ათობით მილიონი ლარის საგადასახადო ვალი აქვს დაგროვილი, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ კომპანიის წარდგენილი დოკუმენტაცია არ პასუხობს კითხვას – გამოსწორდა თუ არა ის პრობლემები, რომლებზეც წარსულში როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორი მიუთითებდა. წერილის თანახმად კომპანიის წარგენილი დოკუმენტაცია მოძველებულია და არ ასახავს 2025 წლის მდგომარეობით არსებულ ვითარებას, ამასთან პასუხგაუცემელია 2024 წლის ივლისში დასმული კითხვებიც.
“სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განიხილა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაზე, თქვენს მიერ 2025 წლის 30 აპრილს წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია (N4270) და გაცნობებთ, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სრულყოფილად არ არის გათვალისწინებული სააგენტოს 2024 წლის 5 ივლისის N21/7046 წერილით მოთხოვნილი საკითხები.
კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაციაში მოცემულია ინფორმაცია 2024 წლის მდგომარეობით ღუმელების მუშაობის შესახებ (წარმოება, ელ. ენერგიის ხარჯი, ფაქტიურად ნამუშევარი დრო, მიღებული (დაჭერილი) მტვერი), საწარმოში ფეროსილიკომანგანუმის წარმოებაზე გამოყენებული ნედლეულის ქიმიური და გრანულომეტრული შედგენილობის, აგრეთვე წიდების მანგანუმის დნობის პროცესში გამოყენების შესახებ, მასალებისა და პროდუქციის ტრანსპორტირების შესახებ, ასევე ემისიების ანგარიში ექსპერიმენტული ღუმელიდან და ახალი ექსპერიმენტალური ღუმელის ემისიით განპირობებული კონცენტრაციების წილი მავნე ნივთიერებათა გაბნევის ანგარიშის შესაბამისად, თუმცა სააგენტოს 2024 წლის 5 ივლისის N21/7046 წერილით მოთხოვნილი რიგი საკითხების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი და გათვალისწინებული არ არის.
ამასთან, წარმოდგენილ განახლებულ მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკში სრულყოფილად არ არის გათვალისწინებული სააგენტოს N21/7046 წერილით მოთხოვნილი საკითხები, მათ შორის არ არის ინფორმაცია საწარმოოსანიაღვრე ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის (სალექარის) გაწმენდის ეფექტურების დასაბუთებისა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გამწმენდი ნაგებობის მოწყობის საკითხის განხილვის 08 მაისი 2025 N 21/4361 შესახებ, წერილის შესაბამისად გეგმა-გრაფიკის 3.5 პუნქტში არ არის მითითებული ჩამდინარე წყლების ხარისხის კონტროლი და სხვა. ასევე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ააიპ ,,მწვანე ალტერნატივას” მიერ წარმოდგენილ წერილობით შენიშვნებსა და მოსაზრებებზე, რაც საჭიროებს დაზუსტებას,”- ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 8 მაისის წერილში.
ამის საპასუხოდ, ჯორჯიან მანგანეზმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 13 მაისს გაუგზავნა 2019 წელს მომზადებული გარემოსდაცვითი აუდიტის დოკუმენტი. უცნობია რა შეფასება ექნება აღნიშნულთან მიმართებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელმაც ჯერ კიდევ 8 მაისის წერილით მიუთითა რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მოძველებული იყო და კომპანიის მისამართით ჯერ კიდევ 2024 წელს გაგზავნილ კითხვებზე პასუხს არ სცემდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, ის 12 მლრდ ევროს დებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვების და იქ საწარმოების გახსნაში – შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა“