“ჯორჯიან ეარვეისსა” და “ოცნებას” შორის შესაძლო კორუფციული კავშირები | “საქართველოსთვის” საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ე.წ. შავი სიის გასაჯაროების შემდეგ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდი მოითხოვს, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც პირველ ეტაპზე, ს კომპანიასა და ხელისუფლებას შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებებს შეისწავლის.
იდეას საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც მიესალმებიან.
“ჯორჯიან ეარვეისის დამფუძნებელს, როგორც ჩანს, სათანადოდ არ აქვს გააზრებული რას ნიშნავს ეროვნული გადამზიდის სტატუსი და რა ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და უფლებამოსილებები გააჩნია ამ სტატუსს. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას საგამოძიებო კომისიის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას პარლამენტში, რომელიც შეისწავლის ამ კომპანიასა და ხელისუფლებას შორის შესაძლო კორუფციულ ურთიერთობებს და კავშირებს”, – თქვა ბექა ლილუაშვილმა.
ექსპრემიერის “შავ სიაში” მოხვდნენ , ირაკლი , და სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომლებიც სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. გახარიას გუნდის განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ხელისუფლების მაღალაჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან და უკანონო გზებით პარტიის ყულაბაში შავი ფული მოაქვთ.