„ჯორჯიან ეარვეისმა“ 2023 წელს 120%-ით მეტი, 327 000 მგზავრი გადაიყვანა

ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ 2023 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულა.
„ჯორჯიან ეარვეისი“ 2023 წელს 327 000 მგზავრს მოემსახურა, ეს 2022 წელთან შედარებით 178 000 მგზავრით, ანუ 120%-ით მეტია.
„ჯორჯიან ეარვეისმა“ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ავიაკომპანიების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილს „ვიზეარი“ იკავებს, მეორე ადგილზეა „თურქეთის ავიახაზები“, მესამეზე კი „პეგასუსი“.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსურ მაჩვენებლებს არ ასაჯაროებს, შესაბამისად, უცნობია რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი და წმინდა მოგება მიიღო კომპანიამ 2023 წელს.
„ჯორჯიან ეარვეისი“ ფრენებს მოსკოვის; სანკტ-პეტერბურგის; ამსტერდამის; პარიზის; ვენის; ბერლინის; თელ-ავივის; ს; ნიცას; მილანის; სალონიკის; ლარნაკას და მიუნხენის მიმართულებით ასრულებს.
შპს აირზენას 100%-იანი წილის მფლობელია , კომპანიის გენერალური დირექტორი კი ნანა გოძიაშვილი.