„ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-მაისში, წინა წელთან შედარებით, 207%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-მაისში 197 723 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 207 %-ით მეტია. აღნიშნულ მონაცემებს ავიაკომპანია ავრცელებს.
2023 წლის იანვარ-აპრილში ავიაკომპანიამ 64 406 მგზავრი გადაიყვანა.
გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც – 2024 წლის იანვარ-მაისში „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 11 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი.
2023 წლის იანვარ-მაისში ფრენები 4 მიმართულებით სრულდებოდა: თელ-ავივი, ამსტერდამი, ვენა, პარიზი.
ზრდა ფიქსირდება მაისის თვეშიც – 2024 წლის მაისში ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობაა 48 099. 2023 წლის მაისში „ჯორჯიან ეარვეისმა“ 17 858 მგზავრი გადაიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა