ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან ისრაელის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს. „ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, პირდაპირი რეისები თელ-ავივის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება.
„ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.
ფრენები შესრულდება „ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით, მგზავრებისთვის კომფორტულ დროს.
ავიაბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.