„ჯორჯიან ეარვეისის“ თბილისი-ვენის რეისმა თითქმის ერთი საათი დააგვიანა

„ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავმა თბილისიდან ვენაში გაფრენა დააგვიანდა. რეისი A9 681, რომელიც თბილისიდან 13:00 საათზე უნდა გაფრენილიყო, აეროპორტში 50 წუთის განმავლობაში იდგა. როგორც კომერსანტს თვითმფრინავის მგზავრებმა განუცხადეს შეფერხების მიზეზი მათთვის ცნობილი არაა.
„კომერსანტი“ მიზეზების გასარკვევად თბილისის აეროპორტს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ შეფერხება აეროპორტის მიზეზით არ მომხდარა და ავიაკომპანიასთან გადაგვამისამართეს. არაერთი მცდელობის მიუხედავად „ჯორჯიან ერავეისში“ ჩვენ ზარებს არ უპასუხეს.
თვითმფრინავი საბოლოოდ 13:50-ზე, თითქმის ერთი საათის დაგვიანებით გაფრინდა.